პენისის გაზრდა | Penisis Gazrda

წარმოგიდგენთ პენისის ზომის გაზრდის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. რომელიც პირადად გამოვცადე და დღემდე შოკირებული ვარ მისი ეფექტით.

ახალი პოსტები

9/23/17

September 23, 2017

პენისის ზომა მსოფლიოს ქვეყანაში



თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე სასქესო ორგანოს სიგრძეს მამაკაცები მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ქალები. ქალების დაახლოებით 90% მიიჩნევს, რომ მთავარია არა სიგრძე, არამედ სისქე, ამასთან 85%-სთვის თავისი პარტნიორისთვის სასქესო ორგანოს სიგრძე აბსოლუტურად მისაღებია, მაშინ როცა მამაკაცების მხოლოდ 55%-ია კმაყოფილი თავისი “სიამაყის” გაბარიტებით.

ყველას გვსმენია მოსაზრებები მამაკაცების სასქესო ორგანოს ზომის შესახებ კულტურის, წარმომავლობის, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზომის მიხედვით. ბრიტანეთის უროლოგიის საერთაშორისო ჟურნალის მიხედვით, ერეგირებული პენისის საშუალო სიგრძე 14 – 16 სმ-ია.
საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ხელის მტევნის ზომის და ფეხის სიგრძის მიხედვით. თუმცა, თურმე მისი სიგრძის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა გენეტიკაა.

ცნობილ უროლოგს, დადლი დანოფს თუ დავუჯერებთ: “ხშირად მეკითხებიან, როგორი იყო მეპატრონე ყველაზე დიდი სასქესო ორგანოსი, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ვპასუხობ, რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, ის არ ეკუთვნოდა პროფესიონალ ათლეტებს, ან ჰოლივუდურ “სელებრითებს”, არამედ საშუალო აღნაგობის მოხუც მამაკაცს. ეს იყო სასიამოვნო, მორიდებული, 80 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარა.”
ასე რომ, ისევ დოქტორ დანოფის თქმით, “არ დაუჯეროთ მამაკაცს, რომელიც საკუთარი სასქესო ორგანოს ზომით ამაყობს და ამ ფაქტის საჯარო აფიშირებას არ ერიდება”.

აქვე, ხუთი რამ, რაზეც პენისის ზომა დამოკიდებული არ არის:
  1. ფეხის სიგრძე
  2. სიმაღლე
  3. ხმა
  4. ეროვნება
  5. ხელები
Screen Shot 2013-04-23 at 3.36.46 PM
და ბოლოს, ცოტა გავერთოთ და შევხედოთ მსოფლიოს რუქას, რომელზეც არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნების მიხედვით მამაკაცების სასქესო ორგანოს საშუალო ზომაამონიშნული.
როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდი ზომის: 16.1 – 17.93 სმ პენისით შეუძლიათ დაიკვეხნონ უნგრელებს და აფრიკის და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს.
მათ ბევრად არც შემდეგი ჯგუფი ჩამორჩება: 14.88 – 16.09, სადაც შედის სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი, მექსიკა, აფრიკის დიდი ნაწილი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
როგორც ჩანს, ამ მხრივ, ყველაზე “დაჩაგრული” სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიელები აღმოჩნდნენ.
და მაინც, მთავარია არა ზომა, არამედ ხარისხი :)

9/21/17

September 21, 2017

მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა და მისი გაზრდის საშუალებები

დათო 18 წლის: მაქვს პატარა სასქესო ორგანო - დაახლოებით 11 სმ. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებული ვარ - ასე მგონია , ქალს ვერ დავაკმაყოფილებ და დასაცინი გავხდები. გთხოვთ, მირჩიეთ, რა შეიძლება მოვიმოქმედო, ამ ასაკში შეიძლება. ასო კიდევ გამეზარდოს, თუ არსებობს ასოს გაზრდის რამე მეთოდები?

რა ზომის უნდა იყოს ზრდასრული მამაკაცის სასქესო ორგანო, არის თუ არა მისი ზომა მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი და საჭიროების შემთხვევაში, რომელია ასოს გადიდების  ყველაზე ეფექტური მეთოდი?

კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი-სექსოლოგი არკადი მოროზოვი გირჩევთ:



რეალური პრობლემა თუ „ყველაფერი დიდი“?!20-წლიანი პრაქტიკის მანძილზე ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ ასოს ზომასთან დაკავშირებული ჩივილებით, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში პრობლემა რეალურად არ არსებობდა ან იყო მეორე ვარიანტი - როგორც წესი, ქართველ მამაკაცს ყველაფერი დიდი ურჩევნია - მანქანა, სახლი და ასოც კი...
რაც შეეხება მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომას:
მიკროპენისად მიიჩნევა ასო, რომლის სიგრძე 8 სმ ან ნაკლებია (ერეგირებულ მდგომარეობაში). 8 სმ-ზე მეტი, პრინციპში, ნორმალური ზომის პენისად ითვლება. გასაგებია, რომ მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონს 9,10, 11 სმ სიგრძის ასო (ყოფილა შემთხვევები, რომ უფრო დიდი ზომის ასოთიც უკმაყოფილონი არიან), მაგრამ ამ შემთხვევაში სერიოზული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს და ხშირად ასეთ პაციენტებს, სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ, ასოს ზომების გაზრდა კიდევაც გადაუფიქრებიათ.
რაც შეეხება ასოს გარშემოწერილობას, ამ პრობლემით მამაკაცები შედარებით იშვიათად მოგვმართავენ. როგორც ჩანს, მათ უმრავლესობას ასოს სიგრძე უფრო აშფოთებს.
მამაკაცის სასქესო ორგანო, ძირითადად, 18 წლამდე იზრდება, ამის შემდეგ - 25 წლამდე შესაძლებელია, ზომაში უმნიშვნელოდ მოიმატოს.
არსებობს მოსაზრება, რომ ასოს ზომები უარყოფით კორელაციაშია ასაკთან, ანუ ხანშიშესული მამაკაცების უმრავლესობას მისი ზომა უმცირდება.



როგორ გავზომოთ სწორად სასქესო ორგანო?ზოგჯერ, მოდის ჩემთან პაციენტი და მეუბნება, რომ აქვს მიკოპენისი. თუმცა, დათვალიერების შემდეგ, ხშირად მივსულვართ დასკვნამდე, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს პენისის არასწორ  გაზომვასთან. ამიტომ, სასქესო ორგანოს ზუსტი ზომის დასადგენად, საჭიროა:
 ასო გაიზომოს აუცილებლად ერექციის მდგომარეობაში;
გაზომვა მოხდეს მუცლის მხრიდან და არა სათესლეების მხრიდან 
(ანუ სახაზავი მოთავსდეს ასოს ზევით და არა მის ქვევით ან გვერდზე);
გაზომვისას არ უნდა მოხდეს ასოს ფუძის ნაწილის გაზომვა, რომელიც ბოქვენის ძვლის ქვეშ მდებარეობს;
ასო უნდა გაიზომოს სხვადასხვა დღეს  და სხვადასხვა დროს 
(ასეთი მიდგომა, ითვალისწინებს ასოს ზომის იმ ვარიაციებსაც, რომლებიც შესაძლოა, სქესობრივი აგზნების დონეზე, ტემპერატურაზე, დღის მონაკვეთსა ან სქესობრივი აქტების სიხშირეზე იყოს დამოკიდებული.).



ასოს ზრდაზე პასუხისმგებელი ფაქტორებიმამაკაცის სასქესო ორგანო 18 წლამდე იზრდება და მის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: გენეტიკური ფაქტორი, ფიზიკური აღნაგობა, ჰორმონალური ცვლილებები და ენდოკრინული პრობლემები (ზრდის ჰორმონის ან გონადოტროპინების უკმარისობა, ანდროგენებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება და ა.შ.).
ამიტომ მშობელმა პატარა ასაკიდანვე უნდა მიაქციოს ბიჭის განვითარებას ყურადღება და ნებისმიერი პათოლოგიის (სათესლე ჯირკვლების სათესლე პარკიდან ზემოთ ასვლა, ასოს ფორმის არაბუნებრივი ცვლილება ან ზრდაში ჩამორჩენა და ა.შ.) აღმოჩენისთანავე ბავშვთა უროლოგთან მიიყვანოს.



არის თუ არა ასოს ზომა მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი?მამაკაცებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ - ასოს ზომა სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის. თუ მამაკაცის სასქესო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს (არ არსებობს ერექციული ან ეაკულაციის პრობლემა), ზომის მიუხედავად, მას ჩვეულებრივად შეუძლია სქესობრივი კონტაქტი ქალიშვილთან თუ არაქალიშვილთან, ქალის დაფეხმძიმება, ორგაზმის განცდა და ა.შ.
ვფიქრობ ასეთ დროს უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, კერძოდ, არასრულფასოვნების განცდასთან გვაქვს საქმე, რაც, ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამიტომ უმჯობესია, ამ ტიპის ინფორმაცია ექიმი-სექსოპათოლოგისგან მივიღოთ და არა ქუჩაში.



ასოს გაზრდის მეთოდები
ასოს გაზრდის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ესენია: ასოზე შესაზელი მალამოები, დასალევი აბები, ვაკუუმ-მეთოდი, სპეციალური ვარჯიშები და ქირურგიული ოპერაცია. 
ასოზე შესაზელი მალამოებისა
 და დასალევი აბების უმრავლესობა, მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იძლევა უმნიშვნელო შედეგს და ხშირ  შემთხვევაში ეს ეფექტი დროებითია.
რაც შეეხება ასოს დაგრძელების ვაკუუმ-მეთოდსა და სპეციალურ ვარჯიშებს, ესეც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და მათ ჩასატარებლად სპეციალისტის ინსტრუქციაა საჭირო. თუმცა, ამ მეთოდების ხანგრძლივი და სწორი გამოყენებით ასოს გაზრდა შედარებით რეალურია.
და ბოლოს, ასოს გაზრდის  ყველაზე რეალური საშუალებაა  ქირურგიული ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც სასქესო ორგანოს როგორც სიგრძეში, ისე სისქეში რეალურად მომატებაა შესაძლებელი.
ქირურგიული ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთ მათგანი, სპეციალური ოპერაციული ტექნიკის მეშვეობით, საკიდი იოგის გადაკვეთას და მის ოდნავ წინ დაფიქსირებას ითვალისწინებს, რაც ასოს 2-3 სმ-ით მომატებას უზრუნველყოფს.
ოპერაციის სხვა ვარიანტები კი ითვალისწინებს: ასოს სხეულში პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვას, სპეციალური გელების შეყვანას და ა.შ.